ვაჟა-ფშაველა(1861-1915)
მისი ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა რაზიკაშვილია,დაიბადა 1861 წელს სოფ.ჩარგალში.ერთი გადმოცემის თანახმად ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან,სოფ.სნოდან.რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა,გოგოჭური.ვაჟა ამით ამაყობდა და ფსევდონიმად წერდა "ჟულაკა გოგოჭურს".ვაჟს ხუთი დედმამიშვილი ჰყოლია:გიორგი,მართა,ნიკო,თედო და ალექსანდრე.შემდგომში ბაჩანა და თედო ცნიბილ მწერლებად მოგვევლინნენ ქართულ მწერლობაში.პატარა ლუკას წიგნის სიყვარული მამამ, პავლე რაზიკაშვილმა შთუნერგა.პავლე მღვდელი იყო და სწორედ ამიტომ არ გასჭირვებია შვილისთვის სასულიერო ლიტერატურის შეყვარება. დედა ბარბალე ფხილეკელაშვილი საგმირო საქმეებს,ფშაურ ტქმულებებსა და ლექსებს ასწავლიდა პატარა ვაჟს.სწორედ დედის გამოისობით ვაჟამ უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად. რვა წლის ასაკში ვაჟა თელავის სასულიერო აკადემიაში შედის.ძლიან რთული აღმოჩნდა მისთის ეს პერიოდი, რადგან ლექსების მოყვარულისათის სწავლის უვარგისის სისტემა ნამდვილ დაბრკოლებად იქცა.თელავის სასწავლებელში მიღძებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და ვაჟამ სწავლა , 1887წელს, თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთ არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში გააგრძლა სწავლა.რომელიც 1889 დაამთავრა.ამავე წელს ის შედის გორის საოსტატო სასწავლებელში,არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამცდებს,თუმცა შემდეგ დიდი მონდომებით იწყებს სწავლას.სემინარია 1882 წელს დაამთავრა და იგი გაანაწილეს მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.1883 წელს ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, თუმცა ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა ერთ წელიწადში უკან დაბრუნებულიყო.მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. 1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…
ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა.ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები.ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. “მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით “მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:
იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო. 1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. 1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს.საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი “წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. შემოქმედება http://burusi.wordpress.com/2010/04/11/vazha-pshavela-6/ http://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა-ფშაველა
No comments:
Post a Comment