adamianebi,romlebmac sheqmnes qartuli epoqa
Friday, January 25, 2013
ანალიზი დამეთანხმებით საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა ამ პიროვნებათა არსებობის გამო...ესენი ხომ ის ადამიანები არიან რომელთაც ნამდვილად შექმნეს ჩვენი დღევანდელობა...სწორედ მათზე დგას დღევანდელი საქართველო...ისინი იმ პიროვნებათა რიცხვს მიეკუთვნებიან რომლებიც გარდაცვალების შემდეგაც უზარმაზერ საქმეს აკეთებენ ქვეყნისათვის.ნამდვილად არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მათი ტკივილი,განცდები,აზრები და რაც მთავარია შეხედულებები დღემდე აქტუალურ თემად რჩება ჩვენს დღევანდელობაში...საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ მათი ასებობა ერთგვარი სტიმულია ქართველი ერისათვის არ გადაშენდეს და ნაწილობრივ მაინც შეძლოს მათ გაკვალულ გზაზე სვლა.
Sunday, December 23, 2012
აკაკი წერეთელი

დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. სასწავლებელი პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,- წერს აკაკი, – დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი“.
ასეთი ყოფილა ეს შემთხვევა. ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1847 წლის შემოდგომაზე. ამ დროს ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გიმნაზია. არსებობდა მხოლოდ 1830 წელს დაარსებული პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სამაზრო სასწავლებელი და ქალების „წმინდა ნინოს სასწავლებელი“, დაარსებული 1846 წელს.
გიმნაზიაში მიბარებამდე პატარა აკაკის, როგორც ჩანს, სახლში ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში პოეტი თავის „თავგადასავალში“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მას სადმე სკოლაში ესწავლოს. პირიქით, იგი წერს: „გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემ დღეში არ მენახაო“. „გიმნაზიაში შესვლისას,- აღნიშნავს იგი ქვემოთ,- ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიდაც გატეხილი მქონდა თვალი დედაჩემის წყალობით“.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს. http://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_წერეთელი http://burusi.wordpress.com/2010/10/26/akaki-tsereteli-16/
ვაჟა-ფშაველა
ვაჟა-ფშაველა(1861-1915)
მისი ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა რაზიკაშვილია,დაიბადა 1861 წელს სოფ.ჩარგალში.ერთი გადმოცემის თანახმად ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან,სოფ.სნოდან.რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა,გოგოჭური.ვაჟა ამით ამაყობდა და ფსევდონიმად წერდა "ჟულაკა გოგოჭურს".ვაჟს ხუთი დედმამიშვილი ჰყოლია:გიორგი,მართა,ნიკო,თედო და ალექსანდრე.შემდგომში ბაჩანა და თედო ცნიბილ მწერლებად მოგვევლინნენ ქართულ მწერლობაში.პატარა ლუკას წიგნის სიყვარული მამამ, პავლე რაზიკაშვილმა შთუნერგა.პავლე მღვდელი იყო და სწორედ ამიტომ არ გასჭირვებია შვილისთვის სასულიერო ლიტერატურის შეყვარება. დედა ბარბალე ფხილეკელაშვილი საგმირო საქმეებს,ფშაურ ტქმულებებსა და ლექსებს ასწავლიდა პატარა ვაჟს.სწორედ დედის გამოისობით ვაჟამ უამრავი ლექსი იცოდა ზეპირად. რვა წლის ასაკში ვაჟა თელავის სასულიერო აკადემიაში შედის.ძლიან რთული აღმოჩნდა მისთის ეს პერიოდი, რადგან ლექსების მოყვარულისათის სწავლის უვარგისის სისტემა ნამდვილ დაბრკოლებად იქცა.თელავის სასწავლებელში მიღძებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა და ვაჟამ სწავლა , 1887წელს, თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთ არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში გააგრძლა სწავლა.რომელიც 1889 დაამთავრა.ამავე წელს ის შედის გორის საოსტატო სასწავლებელში,არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამცდებს,თუმცა შემდეგ დიდი მონდომებით იწყებს სწავლას.სემინარია 1882 წელს დაამთავრა და იგი გაანაწილეს მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.1883 წელს ლუკა რაზიკაშვილი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა, თუმცა ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა ერთ წელიწადში უკან დაბრუნებულიყო.მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პეტერბურგში გატარებული ერთი წელიწადი; იქ ყოფნას უკავშირდება მისი ფსევდონიმიც – ვაჟა-ფშაველა. 1886 წლის 17 ოქტომბერს ვაჟა სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები…
ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა.ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები.ვაჟა ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო (30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა… 1902 წელს, მისი სახლში არყოფნის ჟამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. “მეხუთე შვილზე უმტყუნა”. კეკე თანამედროვე დახასიათებით “მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი” ყოფილა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. მას ობლად დარჩა 4 შვილი. მეუღლის დაღუპვით შეძრული ვაჟა თავის წუხილს ლექსებში გამოხატავდა. ამ დროს დაიწერა ლექსი „სიმღერა”:
იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო…
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე,
როგორიც შენი ზნეაო. 1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ლუკას საქციელით შეძრწუნებულები იყვნენ მისი ახლობლები. იგი კი თავს იმით იმართლებდა, რომ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ, სახლში კი დედაკაცი იყო საჭირო. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. 1915 წლის გაზაფხულზე თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულა. ოდნავ მოიკეთა და 23 მაისს სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით, ლიტერატურული საღამო მოუწყვეს.საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.ის დიდუბის პანთეონში ფშაური წესისა და დატირების გარეშე დაკრძალეს. ფშავში კი “წესი დაუყენებიათ” და დამარხვის გარეშე დაუტირებიათ: ვაჟას ნაბადი გაშალეს თურმე ეზოში და ზედ მისი ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს…ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა მწერალმა გიორგი ლეონიძემ და “ცისფერყანწელებმა” 20 წლის შემდეგ ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. შემოქმედება http://burusi.wordpress.com/2010/04/11/vazha-pshavela-6/ http://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა-ფშაველა

Saturday, December 22, 2012
ილია ჭავჭავაძე
- კახეთში,მაშინდელი თელავის სოფ.ყვარელში, 1837წლის 27ოქტომბერს დაიბადა შემდგომში გამორჩეული უდიდესი ქართველი მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.ილია მესამე იყო მარიამ ბებურიშვილისა და გრიგოლ ჭავჭავაძისა.ილია ყვარელი ჭავჭავაძიეების პირდაპირი შთამომავალია.ილიას პაპის მამას-ბესპაზ ჭავჭავაძეს თავი გამოუჩენია ხუძახის ბატონის წინააღმდეგ ბრძოლაში ყვარლის დაცვის დროს.როგორც ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ,ბესპაზ ჭავჭავაძემ "რჯულის გულისათვის თავი საყათლანოდ გადასდვა,ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოდ და მოახერხა კიდეც .ხუძახის ბატონის დამარცხება და სამარცხვინოდ უკუქცევა. ილიას დედა სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა ყვარელში 1848წლის 4მაისს.დედით დაობლებული ძმიშვილების პატრონობა მამიდამ-მაკრინე პაატას ას. ჭავჭავაძემ იკისრა. ტორმეტი წლის ილია 1848 წელს მამამ თბილიში ჩამოიყვანა,სწორედ აქედან იწყება ილიას სწავლების ანუ გიმნაზიის პერიოდი. 1852 წელს, მაშინ როცა ილია უკვე გიმნაზიელი იყო, მამაც გარდაეცვალა და როგორც უკვე ვთქვით,ობლები მამიდამ აღზარდა...სწორედ ამ ტკივილის გამოხატვად შეიძლება ჩაითვალოს ილიას ერთ-ერთი პირველი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა". მის ცხობრებაში ახალი პერიოდი იწყება მას შემდეგ რაც იგი პეტერბურგში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად,იგი პეტერბურგში 1859 წელს ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები.ილიას სტუდენტობის პერიოდზე მნიშვნელოვან ინფორმაცია სგვაწვდის მისი მეგიბარი კოტე აფხაზი....ის იხსენებს:"ილიას უნივერსიტეტსი განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური საგნები აინტერესებდა...ჩვენ სტუდენტებიღშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზედ,ასევე ჩვენს დაბეჩავებულ სამშობლოს მომავალზედ." სწორედ ამ დიდი ქართველი მოღვაწის დროს იქმნება სემდგომში უკვე საკმაოდ ძლიერი მოქმედი ძალა "თერგდალეულები". ილია პეტერბირგიდან 1861-1863 წლებში ბრუნდება....1861 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოსი დაბრუნდა....სწორედ სამშობლოში დაბრუნებისას აღძრული განცდებია აღწერილი მის ერთ-ერთ უმნიშვნელობანეს ნაწარმოებსი "მგზავრის წერილები"....საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის დიდი ნის უნახავ სამშობლოში დაბრუნება,მაგრამ ეს ალბათ უფრო შიში იყო იმისა თუ როგორ მიიღებდა მას დიდი ხნის უნახავი ქვეყანა..."როგორ შევეყრები მე ჩემს სმშობლოს და როგორ შემეყრება ის მე"....სწორედ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქმნის ის შემდეგ ნაწარმოებს: "ჩემო კალამო"....1863 წელს მან იქორწინა ოლღა გურამიშვილზე რომელიც საგურამოს მთავრის ასული იყო... 1863 წელს მან დაარსა ჟურნალი "საქართველოს მოამბბე".საკმაოდ დიდია იმ ჩამონათვალთა სია რომელთაც ილკია სამძშობლოსთვის აკეთებდა....ამ საქმეთა შორისაა მაგეთ ივერიის დაარსებსა,ამ გაზეთის დსაარსებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არამარტო მთლიანად ქვეყნის,არამედ ქართველთა განვითარებაში... რაც არ უნდა სამწუხარო იყოს,არამიანი რ, რომელმაც შეიძლება თამამად ვთქვათ რომ ქართული ეპოქა შექმნა,მისსავე თანამემამულეებმა მოკლეს წიწამურთნ 1907 წლის 30 აგვისტოს...გარდაცვლილი 9 სექტემბერს მიაბარეს მშობლიურ მიწას. ქართველმა ერმა მისადმი პატივისცემა იმით გამოხატა ,რომ იგი მთაწმინდის მიწას მიაბარა...რამდენიმე წელსი კი იგი მიწას მიაბარეს. შემოქმედება საკმაოდ რთულია ერთ ქურცელსი მოვაქციოთ,ის რაც ილია მტელი ცხოვბრების მანძილძე ქმნიდა...მის კალამს ეკუტვნის უამრავი არტული საგანძური,როგორებიცაა "სანთელი","ელეგია","ვარლის მთებს" და სხვ.(პოეზია)...."მგზავრის წერილები","გლახის ნაამბობი","სახრჩობელაზედ" და სხვ.(პროზა)...."მეფე დიმიტრი თავდადებული" და სხვ.(პოემები)http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/16215-bbbb-bbbbbbbbbb-bebbbbbbbbbb.html ......

იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი(1840-1912წწ)

შოთა რუსთაველი

Subscribe to:
Posts (Atom)