აკაკი წერეთელი(1840-1915) http://burusi.files.wordpress.com/2009/06/e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-e183a5e183a3e18397e18390e18398e183a1e18398-e18391.jpg დაიბადა 1840 წელს, საჩხერის სოფელ სხვიტორსი.წარმომავლობით დიდებულ ფეოდალთა შთამომავალი იყო.წერეთლები ცნობილი დიდგვაროვნები იყვნენ,ისინი განსაკუთრებიტ ჩანდნენ XVII-XVIIIსაუკუნეებში.ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.თითქმის ყველა დიდი თნამდებობა სახელმწიფოში მათ ეკავათ. აკაკის მამა როსტომ წერეთელი 1802წელს დაბადებულა.მასმამა ადრე დაღუპვია და სწორედ ამიტომ სათანადო განათლება ვერ მიუღია.მას დროის უმეტესი დრო სახლში გაუტარებია და შინაური სწავლა-განათლებით დაკმაყოფილებულა.აკაკის დედა, ეკატერინე იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული,ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი,ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. ეკატერინე დაბადებულა 1808 წელს. მამამისი, ივანე აბაშიძე, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას მეთაურობდა. ეს აჯანყება იარაღით იქნა ჩახშობილი, რის შემდეგაც ივანე აბაშიძე იმერეთიდან თურქეთში გადახვეწილა.ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა. აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა). ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.ამ ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში.მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.
დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. სასწავლებელი პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,- წერს აკაკი, – დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი“.
ასეთი ყოფილა ეს შემთხვევა. ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1847 წლის შემოდგომაზე. ამ დროს ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გიმნაზია. არსებობდა მხოლოდ 1830 წელს დაარსებული პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სამაზრო სასწავლებელი და ქალების „წმინდა ნინოს სასწავლებელი“, დაარსებული 1846 წელს.
გიმნაზიაში მიბარებამდე პატარა აკაკის, როგორც ჩანს, სახლში ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში პოეტი თავის „თავგადასავალში“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მას სადმე სკოლაში ესწავლოს. პირიქით, იგი წერს: „გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემ დღეში არ მენახაო“. „გიმნაზიაში შესვლისას,- აღნიშნავს იგი ქვემოთ,- ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიდაც გატეხილი მქონდა თვალი დედაჩემის წყალობით“.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს. http://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_წერეთელი http://burusi.wordpress.com/2010/10/26/akaki-tsereteli-16/
No comments:
Post a Comment